რა არის მიკროდოზირება

აღნიშნული მასალა არაფრის წახალისებას არ უწყობს ხელს და
დაიწერა იმ მიზნით, რომ გავიგოთ რა არის მიკროდოზირება და
რატომ მოიპოვა პოპულარობა. ნუ მიიღებთ სოკოს
თერაპევტთან ან ექიმთან კონსულტაციის გარეშე, შეისწავლეთ
მასალები და აქტიური ინგრედიენტები და გახსოვდეთ, არც
ერთი წამალი არ იქნება თქვენთვის „100% ეფექტური“. სოკო და
ნოოტროპები არ აკეთებენ საქმეს თქვენს სანაცვლოდ, არამედ
გეხმარებათ გააკეთოთ ის, რასაც უკვე აკეთებთ ყოველდღიურად.

რა არის მიკროდოზირება?

აქ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ანტროპოლოგიასა და კაცობრიობის განვითარების
ისტორიაზე. ამისათვის ტერენს მაკენას ნამუშევრებს უნდა მივმართოთ, რომელიც
როგორც ანტროპოლოგი და მიკოლოგი გულდასმით სწავლობდა კაცობრიობის
განვითარების ისტორიას ისეთი ნივთიერებების მოხმარების კონტექსტში, რომელიც
ცვლის ცნობიერებას.


შესაძლოა გსმენიათ „Stoned Monkey Theory“-ის შესახებ, რომლის თანახმად, ევოლუციის
ერთ-ერთი კატალიზატორი იყო გარკვეული პროდუქტი, რომელიც ასტიმულირებდა
სეროტონინის რეცეპტორებს. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია წიგნის „ღმერთების
საკვები“, რომელშიც მაკკენა აღწერს, თუ როგორ იყენებდა ადამიანთა ცივილიზაციების
ფორმირების ყველა ეტაპზე ადამიანთა დიდი ჯგუფი გარკვეულ ელემენტს, რომელიც
ცვლის ცნობიერების მდგომარეობას მუდმივად.


აქ შესაძლოა გაუგებრობა გაჩნდეს. სიტყვაზე, ნორმალურად ვცხოვრობ და არანაირ
ნივთერებებს არ ვიღებ. თუმცა მაკკენა წერს იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა მსოფლიომ
ალკოჰოლი, შემდეგ ოპიუმი და თამბაქო, შემდეგ კი უკვე ნაცნობი ჩაი, ყავა, კაკაო,
შაქარი…


დაიკარგა ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების შამანური პრაქტიკა. ის ჩაანაცვლა
ზომიერი მოხმარების კულტურამ: ლუდი პარასკევობით, სიგარეტის მოხმარების
შესვენებები უფროსობასთან ერთად, ყავა სამუშაო პროცესის დაწყებამდე.
მიკროდოზირების კულტურა აგებულია იმავე პრინციპებზე.

რატომ მაინცდამაინც მიკროდოზირება?

მიკროდოზირების არსი არის აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობით მიღება, რათა
მიიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე. აქ
შეიძლება გაჩნდეს ეჭვი: “მაშ, მიკროდოზირება ჰომეოპათიაა?”.


არა. ჰომეოპათია არის აქტიური ნივთიერების დაახლოებით მემილიონედი ნაწილი
ლიტრ წყალზე, ხოლო მიკროდოზირება გულისხმობს დოზის შემცირებას, რათა ადამიანმა ნამდვილად იგრძნოს თერაპიული ეფექტი, მაგრამ არ მიიღოს არასასურველი
ეფექტი, რაც შესაძლებელია ნივთიერების გადაჭარბებული დოზით.


ვიზუალურად ახსნა ყველაზე ადვილია. სოკო, რომელიც მიწის ზევით არის ამოსული,
არის ნაყოფიერი სხეული, მიწისქვეშ მდებარე უზარმაზარი მიცელიუმის ნაწილი.
დაახლოებით, როგორც ყავის ბუჩქი, რომელიც იზრდება მიწის ზემოთ, ან ვაშლის ხე.
მიდიხარ ვაშლის ხესთან და აგროვებ 2 კგ ვაშლს. მიუახლოვდით ყავის ბუჩქს და
შეაგროვეთ 400 გრამი ყავის მარცვალი. ანალოგიურად გადიხარ ტყეში და კრეფ 2-3
წითელ ცადამყვანას.


კითხვა: რა მოხდება, თუ ადამიანი ყავას 400 გრამ მარცვლით ერთდროულად
მოამზადებს ან შეჭამს 2 კგ ვაშლს? იგივე მოხდება, თუ 2-3 სოკოს შეჭამთ. მაგრამ თუ
შეჭამთ 1 ვაშლს და დალევთ 1-3 ფინჯან ყავას დღეში, მაშინ ორგანიზმი ამით მხოლოდ
სარგებელს მიიღებს. იგივე ამბავია ამანიტებთან დაკავშირებით.


მუსციმოლის ეფექტები – წითელი ცადამყვანას მიკროდოზირების მთავარი აქტიური
ინგრედიენტი – დიდწილად განპირობებულია GABA რეცეპტორებთან შეკავშირების და
მათი აქტივობის სტიმულირების უნარით. აქედან ადამიანი იღებს უამრავ
უპირატესობას.

აქვს თუ არა რაიმე სარგებელი მიკროდოზირებას ჯანმრთელობისთვის?

თავის ტვინში არის ორი ნეიროტრანსმიტერი: გლუტამატი და გამა-ამინობუტირის მჟავა
(GABA). ეს ორი ნივთიერება მუშაობს როგორც სმარტფონის ხმის მარეგულირებელი.
გლუტამატი ზრდის აგზნებადობას, აჩქარებას და აზრების დუღილის შეგრძნებას. გამა-
ამინობუტერინის მჟავა პირიქით, გვეხმარება გავთავისუფლდეთ აზრების
აურზაურისგან და ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

  • GABA იყიდება როგორც დანამატი (GABA) ან როგორც GABA ჩაის ელემენტი. მაგრამ GABA მისი სუფთა სახით არ კვეთს თავის ტვინის ჰემატოენცეფალურ ბარიერს (BBB), ერთგვარ ფარს, რომელიც იცავს ნეირონებს “არასაჭირო” ნივთიერებებისგან.
  • აფთიაქებში არის წამლები Phenibut და Gabapentin, რომელთა მოქმედება ასევე მიმართულია GABA რეცეპტორებზე. მაგრამ მათი გამოყენება ჰგავს სნაიპერული შაშხანით სროლას მტერზე, რომელიც გზის რამდენიმე დატვირთულ ზოლში ზის თქვენგან. ტყვია მიზანს მოხვდება, მაგრამ რამდენ სამოქალაქო პირს მოხვდება ასევე?
  • GABA რეცეპტორებზე გავლენის კიდევ ერთი გზა არის – ალკოჰოლი. ის მაქსიმალურად ასტიმულირებს GABA რეცეპტორებს, რაც იწვევს განტვირთვის შეგრძნებას და კონტროლის მოდუნებას. მაგრამ ამავე დროს ის წამლავს ორგანიზმს.

და აი აქ შემოდის წითელი ცადამყვანა. მისი განსხვავება ისაა, რომ მუსიმოლი მუშაობს
მხოლოდ GABA რეცეპტორებთან, სხეულის სხვა სისტემებზე ზემოქმედების გარეშე.
მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიუანსი.

როგორ მივიღოთ მიკროდოზირება სწორად?

საკვანძო ელემენტი თვითონ სახელშია. მიკრო ნიშნავს „ცოტას“. ცადამყვანას
მიკროდოზირების სტანდარტული დოზებია 0,3-0,4 გ 1-2-ჯერ დღეში. ყველაზე ხშირად
დილით ადრე და გვიან საღამოს. მკურნალობის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია
სოკოსთან კომპეტენტური ურთიერთობის დამყარება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს სოკოს
მიღების თანმიმდევრობის დაცვას და საკუთარი თავის დაკვირვებას.

ამანიტას სტანდარტული კურსი

რეგულარულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადი დოზები. ამიტომ
მიკროდოზირება ჩვეულებრივ მიიღება როგორც კურსი და რაც უფრო სტაბილურია
კურსი მით უკეთესი. აქ მნიშვნელოვანია ორი პარამეტრი: რეგულარულობა და
ხანგრძლივობა.

  • დოზირება. პირველი კვირის განმავლობაში საკმარისია დღეში 0,2-0,4 გრ
    ცადამყვანას გამოყენება. მისი მიღების ოპტიმალური დროა დილით ადრე.
  • ხანგრძლივობა. 4 კვირიდან. ძირითადად, ცვლილებები პირველ დღეებში
    დაიწყება, მაგრამ ამ დროს თქვენ არ იცით როგორ მოახდინოთ მათზე რეაგირება.
    თქვენ ჰგავხართ მგზავრს, რომელიც იღვიძებს თვითმფრინავის კაბინაში,
    პილოტების გვერდით. და ის ვერც კი ხედავს, მაგრამ მხოლოდ ბუნდოვნად
    ხვდება, რომ არის რამდენიმე მოწყობილობა და ისინი გარკვეულწილად იქცევიან.
  • სოლო თუ დანამატებით? ყოველთვის ჯობია მარტო ცადამყვანას მიღება დაიწყო.
    0,2-0,4 გრამი ვიტამინების, მინერალების, დიეტური დანამატების გარეშე. ეს
    ყველაფერი შეიძლება მოგვიანებით დაემატოს. მაგრამ თავდაპირველად
    მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ როგორ მუშაობს ცადამყვანა.


ამიტომ, 0,3-0,4 გრ დღეში 4 კვირის განმავლობაში არის კლასიკური დოზირების რეჟიმი
დამწყებთათვის. თქვენ უნდა დაეყრდნოთ თქვენს გრძნობებს. რაც მთავარია, არ
დაელოდოთ სწრაფ ეფექტს და არ შეურიოთ სხვა პრეპარატებს.

ცადამყვანას გრძელვადიანი მიკროდოზირება

შესაძლებელია თუ არა მიკროდოზირების უწყვეტი მიღება? დიახ, შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია, რა მიზნებს დაუსახავთ საკუთარ თავს და რა შედეგების მიღწევა
გსურთ. თუ ცადამყვანას მიღებას სმხოლოდ მიღების მიზნით იღებთ, ასე მიღება არ
ღირს.
გრძელვადიანი მიკროდოზირების დროს შეგიძლიათ შესვენებები გააკეთოთ. ძირითადი
პრინციპი იგივე რჩება: დღეში 0,3-0,4 გრ მიღება 1-2-ჯერ დღეში. აღნშნული საზღვრის
გადაჭარბება არ არის სასურველი განსაკუთრებით გრძელვადიანი კურსის დროს.

Amanita Muscaria დანამატები

მცენარეული და სოკოს დანამატების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი
იდეალურად არის შერწყმული. არ არსებობს არც ერთი დიეტური დანამატი, რომელიც
ინტენსიურად მუშაობს GABA რეცეპტორებთან.


თუ ვსაუბრობთ ოპტიმალურ კომბინაციებზე, ცადამყვანას მიკროდოზირება
იდეალურად არის შერწყმული გულა სოკოსთან, რაც ხელს უწყობს ეფექტის
გაძლიერებას.


ზოგადად, წითელი ცადამყვანა მიკროდოზირების სახით შეიძლება იყოს შესანიშნავი
ინსტრუმენტი საკუთარი თავის, თქვენ გარშემო სამყაროს გასაცნობად და თქვენი
ნამდვილი გემოვნების, პრეფერენციებისა და ინტერესების შესასწავლად.