გულა სოკო – გამოყენების რეკომენდაცია

მიკროდოზირება – ეს არის სოკოს მცირე დოზით რეგულარული მიღება თერაპიული კურსის ფარგლებში.

მიკროდოზირების ინსტრუქცია

  • სოკო/ფხვნილი:150-200 მლ ცხელი წყალი (45°- 60°) დაასხით 2-5 გრამ ფხვნილს (1-2 ჩაის კოვზი). დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში და დალიეთ. რეკომენდებულია უზმოზე დალევა, საუზმე 30 ან 60 წუთის შემდეგ.
  • კაფსულა: დღიური დოზა 1-5 კაფსულა.

გულა სოკო ყველაზე ფართოდ გამოიყენება კოგნიტური უნარების ან ნევროლოგიური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამ სოკოს მეცნიერული კვლევა დღემდე გრძელდება. გულა სოკო ყველაზე ფართოდ გამოიყენება კოგნიტური მუშაობის ან ნევროლოგიური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე არსებობს სავარაუდო მტკიცებულება მისი სარგებლობის შესახებ საჭმლის მონელების, სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის, იმუნიტეტის გაძლიერების, სისხლში შაქრის სტაბილიზაციის, ანთების საწინააღმდეგო პროცესების, რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, ჯანსაღი ქოლესტერინისა და არტერიული წნევის მხარდაჭერისთვის, ჭრილობების შეხორცებისა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ტრადიციულად, გულა სოკო გამოიყენებოდა წყლულების სამკურნალოდ, სხეულის ზოგადი სისუსტისა და სპორტული ვარჯიშის დროს და როგორც ჭრილობების ჰემოსტატიკური საშუალება.

გულა სოკო ზოგადად უსაფრთხოა და არ გააჩნია სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუმცა, თუ ალერგიული ხართ სოკოზე, გაესაუბრეთ ექიმს გულა სოკოს მიღებამდე.

მოქმედება და სასარგებლო თვისებები: ნეიროპროტექტორული ფუნქცია, კოგნიტური გაძლიერება, გასტროპროტექტორული ფუნქცია, სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა, გულისა და სისხლძარღვების დაავადებების პროფილაქტიკა, დამამშვიდებელი ეფექტი.

გულა სოკოს მოქმედების სპექტრი:
·         ნერვების აღდგენა და ზრდა·         ალცჰეიმერის დაავადება·         განწყობისა და ძილის დარღვევა·         ეპილეფსია·         ინსულტის შემდეგ აღდგენა და მისი პრევენცია·         შემეცნებითი ფუნქციები·         კუჭისა და ნაწლავების ჯანმრთელობა·         ანთების საწინააღმდეგო მოქმედება·         შაქრიანი დიაბეტი·         ჯანსაღი ქოლესტერინის დონის შენარჩუნება·         იმუნიტეტი 

გულა სოკო არის ინდივიდუალური დახმარე, რომელიც არ კურნავს დაავადებებისგან, მაგრამ არის დამხმარე ნივთიერება კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რეკომენდებული მიკროდოზირების კურსი: 1-6 თვე (შესვენებებით და მომდევნო პერიოდში განმეორებითი კურსის ჩატარება საჭიროების შემთხვევაში). გულა სოკო არ არის ტოქსიკური, არ იწვევს მიჩვევას და არ აქვს უკუჩვენებები. გულა სოკოს მიღება შეიძლება 3-4 წლის ასაკიდან.  პროდუქტი სრულიად ლეგალურია. რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას არ აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს, ტვინს ან სხვა ორგანოებსა და სისტემებს.

Note: image source (https://en.wikipedia.org/wiki/Hericium_erinaceus)