გულა სოკო: რას ამბობს კვლევა და რა უნდა ვიცოდეთ

სოკო Lion’s mane (Hericium erinaceus) მკვლევართა ყურადღებას ტვინის ფუნქციონირებაზე, მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე პოტენციური დადებითი გავლენის გამო იპყრობს.სოკო Lion’s mane (Hericium erinaceus) მკვლევართა ყურადღებას ტვინის ფუნქციონირებაზე, მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე პოტენციური დადებითი გავლენის გამო იპყრობს.

ამ სოკოს მიმართ ინტერესს, პირველ რიგში, მისი აქტიური ნივთიერებები — ჰერიცენონები და ერინაცინები — განაპირობებს.

  • ჰერიცენონები ძირითადად ნაყოფსხეულში გვხვდება
  • ერინაცინები კი — მიცელიუმში

სოკოს ძაფისებრ ქსელში. პრეკლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ ერინაცინს შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა — დამცავი ბარიერისა, რომელიც სისხლიდან ტვინში ნივთიერებების შეღწევას არეგულირებს.

ლაბორატორიულ კვლევებში გულა სოკოს ზოგიერთი ნაერთი უკავშირდება ნერვული ზრდის ფაქტორისა (NGF) და ტვინის წარმოშობის ნეიროტროფული ფაქტორის (BDNF) აქტივობის მხარდაჭერას. ეს ფაქტორები მონაწილეობს ნეირონების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და მათ შორის კავშირების ჩამოყალიბებაში. ასევე შეისწავლება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, მათ შორის — ბეტა-ამილოიდის დაგროვებაზე გავლენა.

მეხსიერებასთან დაკავშირებული კლინიკური კვლევების ნაწილი ჩატარდა საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში. მათ შორის მსუბუქი კოგნიტური დარღვევების მქონე პირებში. ზოგიერთ კვლევაში Lion’s mane პრეპარატების რამდენიმე კვირის განმავლობაში მიღებას კოგნიტური ტესტების შედეგების გაუმჯობესება მოჰყვა. ერთ-ერთ კვლევაში მიღების შეწყვეტის შემდეგ გაუმჯობესება შესუსტდა. ეს შესაძლო ეფექტის ხანგრძლივობაზე კითხვებს აჩენს, თუმცა არ ამტკიცებს, რომ დანამატის მუდმივი მიღება აუცილებელი ან ეფექტიანია.

ჯანმრთელ ახალგაზრდებში მიღებული შედეგები უფრო არაერთგვაროვანია. ერთჯერადი დოზის შემდეგ ზოგიერთ ტესტში ინფორმაციის დამუშავებისა და რეაქციის სიჩქარის გაუმჯობესება დაფიქსირდა. თუმცა ეს ზოგადი ინტელექტის ან კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას არ ნიშნავს. ახალგაზრდებში პრეპარატის 28–30-დღიანი მიღების კურსი აჩვენებს – სუბიექტური სტრესის დონის შემცირებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესების ტენდენციას.

გულა სოკოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების კონტექსტშიც იკვლევენ. პრეკლინიკური და მცირე მასშტაბის საპილოტე კვლევები (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სტადიაზე მყოფ პაციენტთა მონაწილეობით ჩატარებული კვლევები) იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ყოველდღიური ფუნქციონირებისა და მეხსიერების გაუმჯობესების კუთხით.

წყაროები:

Leave a Reply