Coenzyme Q10 | Coenzyme Q10

Coral Club-ის Coenzyme Q10 არის საკვები დანამატი Kaneka Q10®-ით, ინულინითა და MCT ზეთის ფხვნილით. თითო კაფსულა შეიცავს 100 მგ კოენზიმ Q10-ს. შეფუთვაშია 60 მცენარეული გარსის კაფსულა.

გაუზიარეთ მეგობრებს

უბიქინონის წყარო, რომელიც აუცილებელია უჯრედული ენერგიის გამომუშავებისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს პროდუქტი იყენებს კოენზიმის დაპატენტებულ აქტიურ ფორმას იაპონური კორპორაციისგან – Kaneka. Kaneka კოენზიმ Q10 (უბიქინონი) მიიღება ბიოტექნოლოგიური საფუარის დუღილის მეთოდით და ითვლება ორგანიზმში წარმოებული კოენზიმ Q10-ის იდენტურად. ქოქოსის ზეთისგან მიღებული საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებსა (MCTs) და პრებიოტიკ ინულინთან კომბინაცია ზრდის კოენზიმის ბიოშეღწევადობასა და აჩქარებს ენერგიის გამომუშავებას. Kaneka-ს კოენზიმ Q10 წარმოადგენს მის ყველაზე შესწავლილ ფორმას, რადგანაც სწორედ ის გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება უბიქინონის თვისებების შესახებ კვლევების დიდ უმრავლესობაში.

პროდუქტი ხელს უწყობს:

  • გულის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფას;
  • შრომისუნარიანობისა და ამტანობის გაზრდას;
  • სხვადასხვა დაავადებისგან გამოჯანმრთელების დაჩქარებას;
  • აქტიური ხანდაზმულობის გახანგრძლივებას.

კოენზიმ Q10 არის ვიტამინის მსგავსი ნივთიერება, რომელიც არსებობს ყველა ცოცხალ ადამიანის უჯრედში. სწორედ აქედან მოდის მისი მეორე სახელწოდება, „უბიქინონი“ – ubiquitous quinone ან „ყველგან არსებული ქინონი“. უბიქინონი გვხვდება უჯრედების „ელექტროსადგურებში“ – მიტოქონდრიებში, რომლებიც ორგანიზმის ენერგიის დაახლოებით 95%-ს გამოიმუშავებენ. უბიქინონი ხელს უწყობს უჯრედული ენერგიის გამომუშავებასა და წარმოადგენს მნიშვნელოვან მონაწილეს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვაში.

უბიქინონი ყველაზე მაღალი კონცენტრაციით გვხვდება გულის კუნთის, ტვინის, ღვიძლისა და ფილტვების უჯრედებში – ეს არის ორგანოები, რომლებიც ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავენ, ამიტომ ამ ნივთიერების საკმარისი რაოდენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმში უბიქინონის სინთეზი და საკვებიდან მისი ათვისება ნელდება. თუმცა, ახალგაზრდა ასაკშიც კი, საკვებით მიღება ყოველთვის ვერ აკომპენსირებს ორგანიზმის ამ ძვირფასი ნივთიერების მოთხოვნილებას: მაგალითად, დღეში 15 მგ უბიქინონის მისაღებად, თქვენ უნდა შეიტანოთ თქვენს რაციონში 1.5 კგ გამომცხვარი კალმახი, ან 500 გრ უცხიმო საქონლის ხორცი, ან 600 გრ მიწის თხილი.


გლუტენის გარეშე

მცენარეული კაფსულები

შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის

გამოყენების მეთოდები

მოზრდილებს 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს.

უკუჩვენებები

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. დიეტური დანამატი არ წარმოადგენს კვების რაციონის სრულყოფილ და დაბალანსებული შემცვლელს. ორსულობისა და ლაქტაციის შემთხვევაში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ვარგისიანობის ვადა

დამზადების დღიდან 2 წელი

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან დარღვეულია.

შემადგენლობაში

ინულინი (ვარდკაჭაჭას ფესვიდან), კოენზიმი Q10 (Kaneka Q10), კაფსულა (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები ქოქოსის ზეთიდან (Cocos nucifera).

მწარმოებელი ქვეყანა

აშშ
Coenzyme Q10

აქტიური ინგრედიენტები
1 კაფსულის შემადგენლობა: %დღ*
ინულინი (ვარდკაჭაჭას ფესვიდან)
125 მგ ―
კოენზიმი Q10 (Kaneka Q10)
100 მგ ―
საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები ქოქოსის ზეთიდან (Cocos nucifera)
5 მგ ―
დამხმარე კომპონენტები: კაფსულა (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა)
%დღ* – გამოყენების რეკომენდებული ნორმებია.
წონა ნეტო: 16,7 გ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Coenzyme Q10 | Coenzyme Q10“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *