ლიპოსტიკ ფიტი (ერთთვიანი კურსი), 60 სტიკ-პაკეტი 15 მლ

ლიპოსტიკ ფიტი (Lipostick Fit) არის თხევადი საკვები დანამატი მანდარინის ფერმენტირებული ქერქით, მცენარეული კომპონენტებითა და L-კარნიტინით. შეფუთვა შეიცავს 60 სტიკს, თითოეული — 15 მლ.

გაუზიარეთ მეგობრებს

ინოვაციური პროდუქტი შენი იდეალური ფორმისთვის. ეხმარება ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებასა და ენერგიის დახარჯვის გაზრდას. ნატურალური წარმოშობის კომპონენტები და ლიპოსომალური ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და ბიოწვდომადობას.

 

  • უზრუნველყოფს ცხიმოვანი უჯრედების აქტიურ “წვას”;
  • აფერხებს ცხიმგროვების ფორმირებას;
  • ეხმარება მადის კონტროლს, თავიდან არიდებს გადამეტებულ კვებას;
  • ავსებს ნუტრიენტების დეფიციტს, რაც აუცილებელია ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

მანდარინის ფერმენტირებული ქერქის ფლავონოიდების დაპატენტებული კომპლექსი (Citrus reticulata) გამოირჩევა ნობილეთინისა და ჰესპერიდინის მაღალი კონცენტრაციით, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ზრდის ენერგიის ყოველდღიურ ხარჯვას. ამის წყალობით, ზედმეტი ცხიმი არ გროვდება და ინტენსიურად იწვება ორგანიზმის მიერ. ამასთან, არ ჩნდება შიმშილის შეგრძნება და მცირდება მადა.

მწვანე ყავის მარცვლების ექსტრაქტი შეიცავს ქლოროგენურ მჟავას, რაც აძლიერებს ცხიმის დაშლას, ასევე ეხმარება სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას. ქრომი, რომელიც შედის ყავის მწვანე მარცვლების შემადგენლობაში, ეხმარება მადის კონტროლში და ამცირებს შიმშილის გრძნობას.

მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი მდიდარია პოლიფენოლით – ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან, აძლიერებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს ცხიმის წვას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

L-კარნიტინი— ვიტამინისმაგვარი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ეფექტურ ბიოსტიმულატორს. აჩქარებს ცხიმის წვას და აფერხებს ახალი ცხიმგროვების ფორმირებას. ზრდის ამტანობასა და შრომისუნარიანობას.

ნონის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავებასა და საკვები ნივთიერებების ათვისებას, ზრდის ფიზიკურ აქტივობას.

შავი წიწაკის ნაყოფის დაპატენტებული ექსტრაქტი Bioperine შეიცავს 95% აქტიურ ნივთიერება პიპერინს. პიპერინი მანდარინის ფლავონოიდებთან სინერგიაში აკონტროლებს ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას, აუმჯობესებს ნუტრიენტების ათვისებას, საერთო ჯამში, ზრდის Lipostick Fit ფორმულის ეფექტურობას.

Lipostick Fit  დაფასოებულია ჰერმეტულ პორციულ სტიკებში, რაც მოსახერხებელია თან სატარებლად. ეს გემრიელი და სასარგებლო სასმელი არ არის აუცილებელი გააზავოთ წყალში ან მიაყოლოთ წყალი: უბრალოდ გახსენით და დალიეთ.

ძირს ზედმეტი სანტიმეტრები Lipostick Fit – თან ერთად!


გლუტენის გარეშე

შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის

გამოყენების მეთოდები

მოზრდილებს 1 სტიკ-პაკეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. გამოყენება შეიძლება განუზავებელი სახით ან გახსენით 1/2 ჭიქა წყალში.

უკუჩვენებები

პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა და ძუძუთი კვება. გამოყენებამდე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა

გამოშვებიდან 2 წელი

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს +25°С ტემპერატურაზე. პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ საშეს გახნის შემდეგ.

შემადგენლობაში

1 საშე (15 მლ) შეიცავს: მანდარინის ფერმენტირებული ქერქი (Citrus reticulata) 5 გ, ნონის ნაყოფის წვენი (Morinda citrifolia) 300 მგ, L-კარნიტინი 50 მგ, მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი (Camellia sinensis) 26 მგ, ყავის მწვანე მარცვლების ექსტრაქტი (Coffea arabica) 5 მგ, დიდი ბურდოკის ფესვი (Arctium lappa) 1 მგ, შავი წიწაკის ექსტრაქტი (Piper nigrum) 1 მგ, დამხმარე კომპონენტები.

 

მწარმოებელი ქვეყანა

ტაივანი

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლიპოსტიკ ფიტი (ერთთვიანი კურსი), 60 სტიკ-პაკეტი 15 მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *