მამაკაცის ენერგია და კეთილდღეობა

ყოველდღიური ენერგია, აქტიური რეჟიმი და პირადი კომფორტი — გაეცანი Ginger-ის პრაქტიკულ რჩევებს, მარტივ ველნეს ჩვევებსა და პროდუქტების გააზრებულ არჩევანს.

გაუზიარეთ მეგობრებს

ყოველდღიური ენერგია • მოძრაობა • დასვენება • ინტიმური კეთილდღეობა

სამუშაო, ვარჯიში, შეხვედრები და პირადი ცხოვრება — დატვირთულ დღეში საკუთარი საჭიროებები ხშირად ბოლოს გვახსენდება.

Men’s Vitality აერთიანებს მარტივ ყოველდღიურ ჩვევებს, უფასო ველნეს პრაქტიკებსა და პროდუქტების არჩევანს. შეგიძლია დაიწყო იმით, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდება: მეტი მოძრაობით, მოწესრიგებული კვებით, დასვენებისთვის გამოყოფილი დროით ან პირად კომფორტზე ყურადღებით.

საქმეების სია მზადაა. შენს ენერგიასაც გადავხედოთ — მარტო ყავით ხომ არ ვმართავთ დღეს? 😏

 

 

შენი დილის მარტივი რუტინა

გადი დღის სინათლეზე.
ცოტა ხნით გაისეირნე გარეთ, თუ შესაძლებელია — გამწვანებულ სივრცეში. ტემპი შენს შესაძლებლობებს მოარგე და მზისა და სიცხისგან დაიცავი თავი.

მოამზადე წყალი.
შეავსე წყლის ბოთლი და დღის განმავლობაში ახლოს იქონიე. სვი შენი წყურვილის, აქტივობისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

აამოძრავე სხეული.
რამდენიმე წუთი დაუთმე მსუბუქ მოძრაობას: გაიარე, მოადუნე მხრები და კომფორტულად გაიჭიმე.

აირჩიე დღის მთავარი საქმე.
დაგეგმე ერთი პრიორიტეტი და წინასწარ გამოყავი დრო კვებისა და შესვენებისთვისაც.

„დღე რომ დაიწყო, მაქსიმალურ სიჩქარეზე გადასვლა აუცილებელი არ არის. ჯერ შენი ტემპი ვიპოვოთ. 💜

 

 

 

აირჩიე შენი ქვემიზანი — მოკლე გზამკვლევი

 

 

1 2 3 4

ყოველდღიური ენერგია და აქტიური რეჟიმი

მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა

დასვენება და დატვირთვის დაბალანსება

ინტიმური კეთილდღეობა და პირადი კომფორტი

 

1. ყოველდღიური ენერგია და აქტიური რეჟიმი

როცა გინდა დღის განმავლობაში მეტი ყურადღება დაუთმო საკუთარ კვებას, მოძრაობასა და დასვენებას.

დაიწყე მარტივი ჩვევებით

  • კვებისთვის დრო წინასწარ გამოყავი.
  • დღის ნაწილი ფეხზე გაატარე — სამუშაო მონაკვეთებს შორის ადექი და გაიარე.
  • შეაფასე, რამდენად გყოფნის ძილი.
  • დატვირთული დღე ისე დაგეგმე, რომ შესვენებისთვისაც დარჩეს ადგილი.

უფასო ველნეს პრაქტიკა

სცადე დილის მოკლე გასეირნება. დღის განმავლობაში კიდევ ერთი შესვენება გარეთ გაატარე — ეკრანისა და შეტყობინებების გარეშე.

პროდუქტების არჩევანი

Ginger Margarita Ro — Cordyceps, MIX #5, Amanita Pantherina
გაეცანი, თუ აქტიური დღის რუტინაში ფუნქციური სოკოს დამატება გაინტერესებს.

Coral Club — Ultimate Max, კორალ კარნიტინი, დეილი დელიშეს ბიუთი შეიკი 

კალენდარში შეხვედრები ჩაწერე. სადილსა და შესვენებასაც დაუტოვე ადგილი. 😉

 

 

 

 

2. მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა

როცა გინდა რეგულარულად იმოძრაო, დაუბრუნდე ვარჯიშს ან შეინარჩუნო აქტიური ცხოვრების წესი.

დაიწყე თანმიმდევრულად

  • აირჩიე მოძრაობა, რომლის გამეორებაც რეალურად შეგიძლია.
  • დატვირთვა ეტაპობრივად გაზარდე.
  • ვარჯიშს დაუთმე კონკრეტული დრო, მაგრამ დატოვე ადგილი დასვენებისთვისაც.
  • შედეგები საკუთარ წინა მდგომარეობას შეადარე.

უფასო ველნეს პრაქტიკა

სიარული, კიბეზე ასვლა და შენს შესაძლებლობებზე მორგებული სხეულის წონით ვარჯიში შეიძლება ხელმისაწვდომი დასაწყისი იყოს. თუ შესაძლებელია, კვირის ნაწილი ბუნებაში მოძრაობას დაუთმე.

პროდუქტების არჩევანი:

Ginger Margarita Ro — Cordyceps, MIX #5, Amanita Pantherina
Coral Club — Coral Carnitine, H-500, ბი-ლურონი
 

დღეს ათი წუთით დაიწყე? დასაწყისი უკვე გაქვს. შემდეგი ნაბიჯი გამეორებაა. 💜

 

 

 

 

3. დასვენება და დატვირთვის დაბალანსება

როცა სამუშაო და ვარჯიში დაგეგმილია, დასვენება კი მხოლოდ დარჩენილ დროში უნდა ჩაეტიოს.

დაიწყე ყოველდღიური რეჟიმით

  • განსაზღვრე სამუშაოს დასრულების დრო.
  • დატვირთვის შემდეგ კვება და დასვენება არ გამოტოვო.
  • საღამოს შეამცირე არასაჭირო შეტყობინებები.
  • მეორე დღის საქმეები წინასწარ ჩაიწერე, რომ მათი გახსენება მთელი საღამო აღარ დაგჭირდეს.

უფასო ველნეს პრაქტიკა

მშვიდად გაისეირნე, მსუბუქად გაიჭიმე ან რამდენიმე წუთი ძალდაუტანებლად ისუნთქე. შეგიძლია უბრალოდ წყნარ გარემოში დაჯდე და ცოტა ხნით ტელეფონი გვერდზე გადადო.

პროდუქტების არჩევანი

Ginger Margarita Ro: რაპეს რიტუალი, ცადამყვანას მიკროდოზინგი.

პირადი არომატული რიტუალის პროდუქტები – პალო სანტო, თეთრი სალბი ან ნაგ ჩამპა.

Coral Club — პრომარინი კოლაგენის პეპტიდები. 

დასვენებასაც თავისი ადგილი აქვს გეგმაში. თავისუფალი დროის გამოჩენას ნუ დაველოდებით. 😌

 

 

 

4. ინტიმური კეთილდღეობა და პირადი კომფორტი

როცა გინდა ყურადღება დაუთმო სურვილს, სიახლოვესა და საკუთარ კომფორტს.

დაიწყე საკუთარი საჭიროებებით

  • დააკვირდი, როგორ მოქმედებს შენზე დაღლილობა და დატვირთული დღე.
  • პარტნიორთან ისაუბრე სურვილებზე, საზღვრებსა და კომფორტზე.
  • გამოყავი დრო სიახლოვისთვის, შედეგის მიღწევის ვალდებულების გარეშე.
  • შემაწუხებელი ცვლილებების დროს მიზეზის გარკვევას დაუთმე ყურადღება.

უფასო ველნეს პრაქტიკა

ერთად გასეირნება, მშვიდი საუბარი და ტელეფონის გარეშე გატარებული დრო შეიძლება სასიამოვნო დასაწყისი იყოს. აირჩიე ის, რაც შენთვის და პარტნიორისთვის კომფორტულია.

პროდუქტების არჩევანი

Ginger Margarita Ro: რაპეს რიტუალი, თავჭედილას მიკროდოზინგი.

Coral Club — Libidextra Men,


აქ ქულებს არავინ წერს. შენი კომფორტი და გულწრფელი საუბარი კარგი დასაწყისია. 😉

 

 

 

წყალი და ყოველდღიური აქსესუარები

Coral Club-ის წყლის ბოთლი შეგიძლია გამოიყენო სამუშაოზე, გასეირნებისას და გზაში.

Coral-Mine სურვილისამებრ გასაცნობი მინერალური დანამატია უკვე სასმელად ვარგისი წყლისთვის. ის არ არის წყლის გამწმენდი ფილტრი და მას ჰორმონების რეგულირების დანიშნულებას არ ვუკავშირებთ.

როგორ შეარჩიო პროდუქტი

აირჩიე შენი მთავარი საჭიროება და გაეცანი შესაბამისი პროდუქტის აღწერას. შეამოწმე შემადგენლობა, გამოყენების წესი და სხვა დანამატებთან გადაფარვა. 

 

ჯერ ვნახოთ, როგორ გძინავს, იკვებები და მოძრაობ. მერე გადავწყვიტოთ, რისი დამატება ღირს. 💜

 

 

 

სასარგებლო ბმულები:

საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან კვებას, დასვენებასა და საჭირო სამედიცინო დახმარებას. ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტების მიღების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში არჩევანი ექიმთან ან ჩვენს თერაპევტთან შეათანხმე.

როგორ დაიწყო

აირჩიე ერთი ქვემიზანი → დაამატე ერთი მარტივი ჩვევა → დააკვირდი შენს რუტინას → საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდი.

ყველაფრის ერთდროულად შეცვლა საჭირო არ არის.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მამაკაცის ენერგია და კეთილდღეობა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *