ტექნიკური მონაცემები:
- ლურსმნებს შორის დაშორება: 8 მილიმეტრი
- ლურსმნების ტიპი: მოძრავი
- სირთულე: განკუთვნილია დამწყებთათვის
8 მმ-იანი ლურსმნები უზრუნველყოფს რბილ და თანაბარ სტიმულაციას დაფაზე დგომის პრაქტიკის დროს. მისი დამუშავებული ლურსმნები განსაკუთრებით კომფორტულია დამწყებებისთვის.
ეს მოდელი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ განტვირთვას და შინაგან სიმშვიდეს.
დაფას მოყვება გამოყენების და მოვლის დეტალური ინსტრუქცია.
სადჰუს დაფის რეგულარული გამოყენება:
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას
- ამცირებს სტრესს
- აუმჯობესებს საერთო ტონუსს
- ეხმარება მოდუნებას დღის ბოლოს
- რეკომენდებულია ყოველდღიური პრაქტიკისთვის — თუნდაც რამდენიმე წუთით.
სტატიკური (უმოძრაო) დაფა
ტრადიციული მიდგომით დამზადებული დაფა, რომლებზეც ლურსმნები არ მოძრაობს. სტატიკური დაფა არის ხისტი და შესაბამისად მათზე დგომა არის შედარებით რთული.
დინამიკური (მოძრავი) დაფა
გათანამედროვებული მიდგომით დამზადებული დაფა, რომელზეც ლურსმნები მოძრაობს. ერგება ტერფს ინდივიდუალურად, აქვს ასევე ამორტიზაცია, რაც სტატიკურთან შედარებით ხდის უფრო მსუბუქს (მარტივს).
სადჰუს დაფა არის უძველესი ინდური პრაქტიკა, რომლის დროსაც ადამიანი დგება ლურსმნებზე. ეს პროცესი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ დონეზე.
🧘♂ ფიზიოლოგიური დონე:
ფეხის გულებზე არის უამრავი ნერვული დაბოლოება და წერტილი, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმის ყველა ორგანოსთან. მათი სტიმულირება ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების და მთლიანად სხეულის გაჯანსაღებას და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას. ამ დროს იგრძნობა ენერგიის ძლიერი ნაკადები, ხოლო სხეული ერთდროულად მოდუნებულია და ტონუსშია.
🧘 ფსიქოლოგიური დონე:
ლურსმნებზე დგომის პრაქტიკა მომხმარებელს ეხმარება ნებისყოფის განვითარებაში, ემოციების კონტროლის, ფიზიკური დისკომფორტის მიმართ გამძლეობის გაზრდაში. ეს პრაქტიკა ასევე გეხმარებათ ფიზიკური და გონებრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლებაში.
🧘 სადჰუ დაფაზე დგომა ურთულესი და დიდ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებული პრაქტიკაა. დაფაზე დგომა დაგეხმარებათ ტკივილის მიღებაში. ისწავლით, როგორ შეინარჩუნოთ გონების სიცხადე და მიზნების მიღწევის უნარი, მიუხედავად გარე გამაღიზიანებლებისა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც მოიპოვებთ ლურსმნებზე დგომის პრაქტიკის დროს.
🧘 დაფის სირთულე განისაზღვრება ლურსმნების დაშორების მიხედვით. დამწყებისთვის განკუთვნილ დაფაზე ლურსმნებს შორის დაშორება არის 8 მმ. საშულო სირთულის დაფაზე ლურსმნებს შორის დაშორება არის 10 მმ.












მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.