ენერგია & აქტიური დღე

კვების რეჟიმი, სასიამოვნო მოძრაობა და თანმიმდევრული ჩვევები — გაეცანი Ginger-ის პრაქტიკულ რჩევებსა და პროდუქტების გააზრებულ არჩევანს წონის მართვისთვის.

გაუზიარეთ მეგობრებს

მეტი მოძრაობა. გააზრებული შესვენებები. შენი დღის შესაბამისი ტემპი.

სამუშაო, ყოველდღიური საქმეები, გასეირნება თუ ვარჯიში — აქტიური დღე ენერგიის განაწილებასაც მოითხოვს. დაიწყე მარტივი ჩვევებით: რეგულარული კვება, წყალი ხელმისაწვდომ ადგილას, დღის სინათლე, მოძრაობა და დასვენებისთვის გამოყოფილი დრო.

ამ სივრცეში Ginger დაგეხმარება შენი ქვემიზნის არჩევაში და ისეთი რუტინის აწყობაში, რომლის გამეორებაც ჩვეულებრივ სამუშაო დღესაც შეგეძლება. პროდუქტები დამატებითი არჩევანია — რუტინის დაწყება მათ გარეშეც შეგიძლია.

საქმეების სია მზადაა. ახლა ვნახოთ, შენ რით იწყებ დღეს — საუზმით, გასეირნებით თუ უკვე მესამე ყავით? 😏

 

 

 

 

სცადე ყოველდღიურად:

  • სადილი და მოკლე შესვენებები წინასწარ ჩაწერე კალენდარში.
  • ხანგრძლივი ჯდომის დროს პერიოდულად ადექი და გაიარე.
  • წყალი იქ დაიდგი, სადაც ხშირად დაინახავ.
  • შესვენებისას რამდენიმე წუთით ეკრანს მოშორდი — ფანჯარასთან, აივანზე ან გარეთ.
  • ერთი წუთით მშვიდად ისუნთქე, ძალდატანებისა და სუნთქვის შეკავების გარეშე.

აირჩიე შენი ქვემიზანი — მოკლე გზამკვლევი

1 2 3 4

დილის დაწყება

სამუშაო დღის დაბალანსება

რეგულარული მოძრაობა

დასვენება და მომდევნო დღისთვის მომზადება

1. დილის დაწყება და მოძრაობაში შესვლა

შენი მიზანი: დილას მისცე მარტივი სტრუქტურა და დღე შენთვის მისაღები ტემპით დაიწყო.

სცადე ყოველდღიურად:

  • გაღვიძების შემდეგ ფარდები გადაწიე და, თუ შესაძლებელია, ცოტა ხნით გარეთ გადი დღის სინათლეზე.
  • დაიწყე 5–10 წუთის მსუბუქი მოძრაობით — გაჭიმვით, მობილობის ვარჯიშებით ან სიარულით.
  • დღის გეგმაში კვებისთვისაც გამოყავი დრო.
  • შეარჩიე ერთი მთავარი საქმე, რომლითაც დაიწყებ.

პროდუქტების არჩევანი:

GMRO: Cordyceps, Amanita Pantherina

Coral Club — Daily Delicious Beauty Shake. Coenzyme Q10, Coral Club-ის წყლის ბოთლი

დღის დასაწყებად მაქსიმალური სიჩქარე არ გვჭირდება. ჯერ ფარდები, ცოტა მოძრაობა და ერთი საქმე. 💜

 

 

 

 

2. დატვირთული სამუშაო დღის დაბალანსება

შენი მიზანი: სამუშაოს შორის ადგილი დაუტოვო კვებას, მოძრაობასა და შესვენებას.

სცადე ყოველდღიურად:

  • სადილი და მოკლე შესვენებები წინასწარ ჩაწერე კალენდარში.
  • ხანგრძლივი ჯდომის დროს პერიოდულად ადექი და გაიარე.
  • წყალი იქ დაიდგი, სადაც ხშირად დაინახავ.
  • შესვენებისას რამდენიმე წუთით ეკრანს მოშორდი — ფანჯარასთან, აივანზე ან გარეთ.
  • ერთი წუთით მშვიდად ისუნთქე, ძალდატანებისა და სუნთქვის შეკავების გარეშე.

პროდუქტების არჩევანი

GMRO: Cordyceps, Mix #5, თავჭედილა აქტიური ცხოვრების წესის მიმართულებით გასაცნობი პროდუქტები.

Coral Club — Coenzyme Q10 ან Coral Carnitine. Coral Club-ის წყლის ბოთლი

კალენდარში შეხვედრები ეტევა. სადილსა და შესვენებასაც მოვუძებნოთ ადგილი. 😉

 

 

 

 

3. მეტი სიარული და რეგულარული ფიზიკური აქტივობა

შენი მიზანი: იპოვო მოძრაობა, რომლის გამეორებაც მოგინდება.

სცადე ყოველდღიურად:

  • დაიწყე შენთვის კომფორტული ხანგრძლივობით — თუნდაც 10 წუთის სიარულით.
  • აირჩიე რაც მოგწონს: ცეკვა, ცურვა, იოგა, ველოსიპედი ან ძალოვანი ვარჯიში.
  • შესაძლებლობისას გაისეირნე პარკში ან სხვა მწვანე სივრცეში.
  • დატვირთვა თანდათან გაზარდე და გაითვალისწინე შენი თვითშეგრძნება.
  • გარეთ აქტივობისას გაითვალისწინე ამინდი, სიცხე და მზისგან დაცვა.

პროდუქტების არჩევანი

GMRO: Cordyceps, Mix #5, თავჭედილა აქტიური ცხოვრების წესის მიმართულებით გასაცნობი პროდუქტები.

Coral Club — PentoKan ან Coral Carnitine. Coral Club-ის წყლის ბოთლი

ათი წუთი გაიარე? დასაწყისი უკვე გაქვს. ახლა ისეთი მოძრაობა ვიპოვოთ, რომლის გამეორებაც მოგინდება. 💜

 

 

 

 

 

4. აქტივობის შემდეგ დასვენება და მომდევნო დღისთვის მომზადება

შენი მიზანი: დატვირთულ დღეს დასვენებისთვისაც ჰქონდეს ადგილი.

სცადე ყოველდღიურად:

  • აქტივობის შემდეგ ტემპი თანდათან შეანელე.
  • მიირთვი სრულფასოვანი საკვები და მიიღე სითხე შენი საჭიროების მიხედვით.
  • თუ სასიამოვნოა, სცადე მსუბუქი გაჭიმვა ან მშვიდი გასეირნება.
  • საღამოს შეამცირე სამუშაო საქმეები და ძილისთვის დრო დაიტოვე.
  • გაითვალისწინე: ზოგ დღეს უფრო მსუბუქი დატვირთვა გჭირდება.

პროდუქტების არჩევანი

GMRO: Cordyceps, Mix #5, ცადამყვანა აქტიური ცხოვრების წესის მიმართულებით გასაცნობი პროდუქტები.

Coral Club — PentoKan ან Coral Carnitine. Coral Club-ის წყლის ბოთლი

დასვენებაც გეგმის ნაწილია. თავისუფალი დროის გამოჩენას ნუ დაველოდებით. 😌

 

 

 

 

 

პროდუქტების მოკლე გზამკვლევი

პროდუქტი ფუნქცია
ცადამყვანა ბუნებრივი მოდუნება, განწყობა
თავჭედილა ყოველდღიური ენერგია
Daily Delicious Beauty Shake ცილის შემცველი, მოსამზადებელი სასმელი
Cordyceps / Mix #5 აქტიური დღის მიმართულების პროდუქტები
Coenzyme Q10 უბიქინონის წყარო, რომელიც აუცილებელია უჯრედული ენერგიის გამომუშავებისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.

როგორ დაიწყო

აირჩიე ერთი ქვემიზანი → დაიწყე ერთი მარტივი ჩვევით → მოარგე შენს ცხოვრებას →საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდი.

ჯერ ვნახოთ, როგორ გძინავს, იკვებები და მოძრაობ. მერე გადავწყვიტოთ, რისი დამატება ღირს. 💜

 

 

 

 

 

სასარგებლო ბმულები:

საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან კვებას, დასვენებასა და საჭირო სამედიცინო დახმარებას. ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტების მიღების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში არჩევანი ექიმთან ან ჩვენს თერაპევტთან შეათანხმე.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ენერგია & აქტიური დღე“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *